logo
ENG



"გამკაცრების საჭიროებას ვერ ვხედავ" - მინისტრი ვირუსგადატანილებისთვის უვადო კოვიდ ბარათზე

17 იან 202213:15
3 წუთის საკითხავი
 
"გამკაცრების საჭიროებას ვერ ვხედავ" - მინისტრი ვირუსგადატანილებისთვის უვადო კოვიდ ბარათზე

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ კოვიდგადატანილებისთვის უვადო ბარათის გამკაცრების საჭიროებას ვერ ხედავს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტმა მას ჰკითხა: "ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე არ ეთანხმებიან, რომ კოვიდგადატანილებს ჰქონდეთ უვადო მწვანე პასპორტი, რადგან უკვე გახშირდა მეორედ დაინფიცირების შემთხვევები". - ამაზე ზურაბ აზარაშვილმა არგუმენტად ომიკრონის შტამი მოიყვანა და თქვა, რომ მეორედ დაინფიცირებისას მკურნალობის პრობლემა არ იქნება.

"ეს შტამი ისეთი დასუსტებულია, რომ მეორედ [დაინფიცირების დროს] არანაირი პრობლემა არ შეიქმნება მკურნალობის პროცესში. ჩვენ ვართ თავდაჯერებული, რომ მათ ბინაზეც ვუმკურნალებთ და ჰოსპიტალშიც. ყველა საჭირო მედიკამენტი გვაქვს. ამ მხრივ, რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ვხედავ.

[...] დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ომიკრონის მიმდინარეობიდან გამომდინარე, თუ დელტა შტამის შემთხვევაში, სადაც ყველაზე ვერაგი იყო და სადაც ყველაზე მეტი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები იყო, საშუალოდ, აქტიური შემთხვევების 20% ხვდებოდა ჰოსპიტალში. დღევანდელი სტატისტიკით, ეს მაჩვენებელი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 4%, ანუ აქტიური შემთხვევების 4% შეიძლება, მოხვდეს ჰოსპიტალში. 

აქედან გამომდინარე, პროცესს სრულად ვმართავთ. ომიკრონის შემთხვევაში ეს მიმდინარეობს საკმაოდ მსუბუქად და ის მობილიზებული მედიკოსები თუ საწოლფონდი არის გაცილებით მეტი, ვიდრე შეიძლება თეორიულად დაგვჭირდეს", - თქვა აზარაშვილმა. 


close დახურვა